ჩვენ ვართ საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც 14 წელია აქტიურად ეხმარება ადგილობრივ მოსახლეობასა და ადგილობრივ ლიდერებს, ასწავლის ადგილობრივ მოხელეებს ეფექტიანი დიალოგისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს მოსახლეობასთან და არასამთავრობო სექტორთან მიმართებით. ასევე ორგანიზაცია ეხმარება მოხალისეებს, შეიძინონ ახალი გამოცდილება პოლონეთში.
ჩვენი ასოციაცია დაფუძნეებულია კატოვიცეში და ძირითადად ამ ქალაქზეა ორიენტირებული, თუმცა, ზოგჯერ ახორციელებს პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ჩვენი სურვილია, რომ პოლონეთის სოფლები და ქალაქები წარმოადგენდნენ სასიამოვნო და კომფორტულ საცხოვრებელს ადგილობრივი ხალხისთვის. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, აუცილებელია, ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს პროცესებში და ხელისუფლების წარმომადგენებმა განახორციელონ მათი მხრიდან წამოყენებული მოთხოვნები.

ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს მისიას შემდეგი მიმართულებებით:

  • აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეების ჩართულობას საკუთარი ქალაქებისა და სოფლების ცხოვრებაში :

– ჩვენ ვახორციელებთ ადგილობრივ სამეზობლო ინიციატივებს, რომელიც გათვლილია ადგილობრივი მაცხოვრებლების სარგებელზე.
– ჩვენ ვახორციელებთ ლეგალურ, ორგანიზაციულ და არსებით დახმარებას ადგილობრივი ლიდერების მიმართ.
– ჩვენ ვეხმარებით მაცხოვრებლებს, გააცნობიერონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, რათა უკეთ შეძლონ მათი გამოყენება.

  • აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის დიალოგის გაუმჯობესებას:

– ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ მოხელეებს ეფექტური დიალოგის წარმოებაში ადგილობრივ მოსახლეობასთან და არასამთავრობო სექტორთან.
– ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს სამართლის მიმართულებით, რომელთა მიზანია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ხელისუფლების მოქმედებების სიცხადისა და მათი უკეთესი კომუნიკაციის უზრუნველყოფა მოსახლეობასთან.

  • აქტივობები, რომლებშიც მონაწილეობენ ახალგაზრდები:

– ჩვენ საშუალებას ვაძლევთ მოხალისეებს, მონაწილეობა მიიღონ ბონა ფიდესის მიერ ორგანიზებულ პროექტებში, განავითარონ უნარ-ჩვევები და მიიღონ დახმარება და გამოცდილება ორგანიზაციის წევრებისგან.
– ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ევშ-ის ფარგლებში, ჩვენ
ვგზავნით და ვმასპინძლობთ მოხალისეებს ევროპის მასშტაბით, რაც მათ საშუალებას აძლევს, გააფართოვონ საკუთარი სამოქალაქო ცნობიერება და მიიღონ გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე ევროპის მოხალისეობრივი სერვისი

Bona Fides Civic Activity Association
ul. Warszawska 19
40-009, Katowice, Poland


Email: [email protected]
Phone: +48 32 203 12 18
www.bonafides.pl